ინფორმაცია
FitShop სპორტული კვებისა და დანამატების მაღაზიაა: პროტეინი, კრეატინი, ამინომჟავები, ვიტამინები და ფუნქციური სნექები - ყველაფერი შენი მიზნებისთვის, ერთ სივრცეში.
FitShop-ის უკან ის გუნდი დგას, რომელმაც Fitpass საქართველოს ბაზარზე შემოიყვანა, წლების განმავლობაში მართა და ქვეყნის უდიდეს ფიტნესისა და ველნესის კომპანიად აქცია.
FitShop Fitnet-ის ეკოსისტემის ნაწილია. Fitnet თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ კომპანიებთან და აქტიურად აშენებს ფიტნეს და ველნეს ეკოსისტემას საქართველოში.
| არხი | სად |
|---|---|
| ონლაინ მაღაზია | მიწოდება თბილისსა და რეგიონებში |
| ვორტექს ფიტნესის რეცეფციები | არენა, დიდი დიღომი, გლდანი |
| სმარტ ვენდინგ აპარატები | ვორტექს ფიტნესის დარბაზებში |
ვინც ვარჯიშობს, შედეგს ყოველდღე ამოწმებს - სარკეში, სასწორზე, საკუთარ ენერგიასა და განწყობაში. სწორედ იქ ჩანს ხარისხიც: ფორმაში, ძილში, აღდგენაში. შენში.
ჩვენ ვიცით პროდუქტი. მტკიცებულება კი შენ ხარ.