ინფორმაცია
fitshop.ge შპს „ფიტნესს სოლუშენს“ საიდენტიფიკაციო კოდი: 406234579 იურიდიული მისამართი: ლეხ კაჩინსკის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო ფაქტობრივი მისამართი: წალენჯიხის ქუჩა 1ა, თბილისი, საქართველო ტელეფონი: +995 32 2 07 72 00 (ყოველდღე, 09:00–21:00) ელექტრონული ფოსტა: info@fitshop.ge
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას შპს „ფიტნესს სოლუშენს“-სა (შემდგომში — „FitShop“, „ჩვენ“) და იმ პირს შორის, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით fitshop.ge (შემდგომში — „მომხმარებელი“, „თქვენ“).
ვებგვერდზე რეგისტრაცია, შეკვეთის განთავსება ან ვებგვერდით ნებისმიერი ფორმით სარგებლობა ადასტურებს თქვენს სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, რომელიც წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელი ნაწილია. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ვებგვერდით.
ვებგვერდი წარმოადგენს FitShop-ის ონლაინ მაღაზიას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით მიწოდებით.
FitShop თავად არის ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის გამყიდველი — ახორციელებს საკუთარი მარაგის რეალიზაციას და პასუხისმგებელია პროდუქციის აღწერის სიზუსტეზე, ფასის სისწორეზე, შეკვეთის დამუშავებასა და მიწოდების ორგანიზებაზე.
FitShop მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია (აღწერა, შემადგენლობა, ფოტო, ფასი, მარაგი) იყოს ზუსტი და აქტუალური. პროდუქციის ფოტო შესაძლოა უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს რეალური იერსახისგან (მაგალითად, შეფუთვის დიზაინის განახლების გამო) — ეს არ ითვლება პროდუქციის ნაკლად.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ასეთ შემთხვევაში ვებგვერდზე განთავსებული აღწერა და ფოტო, ისევე როგორც FitShop-ის მიერ დატანილი ქართულენოვანი ეტიკეტი, შესაძლოა დროებით არ ასახავდეს ცვლილებას. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება. ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე FitShop ანახლებს პროდუქტის აღწერას.
FitShop ურჩევს მომხმარებელს, პროდუქტის გამოყენებამდე ყოველთვის გაეცნოს ორიგინალ ეტიკეტს, განსაკუთრებით თუ აქვს ალერგია, აუტანლობა ან კვებითი შეზღუდვები. თუ მიღებული პროდუქტის შემადგენლობა არსებითად განსხვავდება შეკვეთის მომენტში ვებგვერდზე მითითებულისგან, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს FitShop-ს და საკითხი განიხილება დაბრუნების პირობების შესაბამისად. ეს პუნქტი არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს.
FitShop უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს ასორტიმენტი, ფასები და აქციები. ცვლილება არ ვრცელდება უკვე დადასტურებულ შეკვეთებზე.
ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილის) შექმნა. რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია და საჭიროებისამებრ განაახლოს იგი.
მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. არასწორი მონაცემების მითითების შედეგად წარმოშობილ შედეგებზე (მაგალითად, მიწოდების შეფერხება) FitShop პასუხს არ აგებს.
ანგარიშის მონაცემების (მომხმარებლის სახელი, პაროლი) უსაფრთხოდ შენახვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. თუ არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშზე წვდომა მოიპოვა მესამე პირმა, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი ან დაუკავშირდეს FitShop-ს.
მომხმარებელი პასუხისმგებელია ყველა ქმედებაზე, რომელიც განხორციელდა მისი ანგარიშის მეშვეობით.
FitShop უფლებამოსილია უსაფრთხოების მიზნით, თაღლითური ან საეჭვო აქტივობის გამოვლენის, ან წინამდებარე პირობების არსებითი დარღვევის შემთხვევაში, დროებით შეზღუდოს ან გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტით.
შეკვეთის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. შეკვეთის განსათავსებლად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ვებგვერდზე მითითებულ ინსტრუქციას და შეავსოს სავალდებულო ველები.
შეკვეთის საბოლოო დადასტურებამდე მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა გადაამოწმოს შეკვეთის დეტალები (პროდუქცია, რაოდენობა, მისამართი, ფასი) და საჭიროებისამებრ შეასწოროს ისინი.
შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელი ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) იღებს დასტურს შეკვეთის მიღების შესახებ. ხელშეკრულება დადებულად ითვლება FitShop-ის მიერ შეკვეთის დადასტურების მომენტიდან.
FitShop უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა (მთლიანად ან ნაწილობრივ), თუ: (ა) პროდუქცია აღარ არის მარაგში; (ბ) ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზის შედეგად მითითებული იყო აშკარად მცდარი ფასი; (გ) არსებობს თაღლითობის საფუძვლიანი ეჭვი. გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება და გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
ვებგვერდზე მითითებული ფასები გამოხატულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში — ლარში (₾) და მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ). მიწოდების საფასური ფასში არ შედის და ცალკე აისახება შეკვეთის გაფორმებისას.
გადახდა ხორციელდება საბანკო ბარათით, ონლაინ, ბანკის/ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის დაცული გადახდის გვერდის მეშვეობით.
FitShop არ ინახავს და არ ამუშავებს საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს — გადახდის ოპერაცია სრულდება საგადახდო პროვაიდერის უსაფრთხო სისტემაში, საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
თანხის ჩამოჭრა ხდება შეკვეთის გაფორმებისას. თუ შეკვეთა გაუქმდა FitShop-ის მიერ, თანხა სრულად უბრუნდება მომხმარებელს იმავე ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა.
FitShop უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. მიწოდებას ახორციელებენ პარტნიორი საკურიერო კომპანიები Quickshipper.ge პლატფორმის მეშვეობით — როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
მიწოდების საფასური ზონასა და შეკვეთის ჯამზეა დამოკიდებული და შეკვეთისას ჩანს.
მიწოდების საორიენტაციო ვადებია: თბილისში — 1–2 სამუშაო დღე; რეგიონებში — 4–6 დღე. აღნიშნული ვადები საორიენტაციოა და არ წარმოადგენს FitShop-ის მყარ ვალდებულებას — ფაქტობრივი ვადა დამოკიდებულია საკურიერო კომპანიაზე, მიწოდების მისამართსა და სხვა ობიექტურ გარემოებებზე.
მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. თუ მიწოდება ვერ განხორციელდა მომხმარებლის მიერ მითითებული არასწორი/არასრული მონაცემების ან მიუწვდომლობის გამო, განმეორებითი მიწოდების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.
პროდუქციის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს შეფუთვის მთლიანობა. გარეგნული დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა აღნიშნული უნდა დააფიქსიროს კურიერთან და დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა) აცნობოს FitShop-ს.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე პროდუქციის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ხარჯი სრულად ეკისრება მომხმარებელს. FitShop არ უზრუნველყოფს დასაბრუნებელი პროდუქციის უფასო წაღებას. მომხმარებელი პროდუქციას აბრუნებს საკურიერო მომსახურებით ან პირადად — FitShop-თან შეთანხმებულ მისამართზე.
დაბრუნების პროცედურა: მომხმარებელი წერილობით მიმართავს FitShop-ს ელექტრონულ ფოსტაზე info@fitshop.ge ან უკავშირდება ქოლ-ცენტრს ნომერზე +995 32 2 07 72 00 მიუთითებს შეკვეთის ნომერსა და დასაბრუნებელ პროდუქციას, რის შემდეგაც იღებს ინსტრუქციას დაბრუნების შესახებ.
თანხის დაბრუნება ხორციელდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, იმავე საბანკო ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა. FitShop უფლებამოსილია შეაჩეროს თანხის დაბრუნება პროდუქციის უკან მიღებამდე ან მომხმარებლის მიერ პროდუქციის გაგზავნის დამადასტურებელი საბუთის წარდგენამდე.
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
თუ მიწოდებული პროდუქცია აღმოჩნდა წუნდებული, ვადაგასული ან შეკვეთილისგან განსხვავებული, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შეცვლა ან გადახდილი თანხის დაბრუნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს FitShop.
წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს FitShop-ს ელექტრონულ ფოსტაზე info@fitshop.ge, სასურველია ფოტომასალის თანდართვით. FitShop განიხილავს მომართვას და პასუხს გასცემს გონივრულ ვადაში.
ვებგვერდით სარგებლობა და შეკვეთის განთავსება ნებადართულია 18 წელს მიღწეული პირებისთვის. არასრულწლოვან პირს ვებგვერდით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და მეთვალყურეობით.
ზოგიერთი პროდუქტი (მაგალითად, მაღალი კოფეინის შემცველობის პროდუქცია) რეკომენდებულია მხოლოდ სრულწლოვანი პირებისთვის, რაც აღინიშნება პროდუქტის გვერდზე.
ვებგვერდზე განთავსებული საკვები დანამატები არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას და არ არის განკუთვნილი დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პრევენციისთვის. საკვები დანამატი ვერ ჩაანაცვლებს მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას.
პროდუქციის შესახებ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სამედიცინო რჩევას. პროდუქციის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით ორსულობის, ლაქტაციის, ქრონიკული დაავადების ან მედიკამენტების მიღების პერიოდში.
FitShop პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. FitShop არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც გამოწვეულია პროდუქციის არადანიშნულებისამებრ ან ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის დარღვევით გამოყენებით, ასევე დაუძლეველი ძალით (ფორსმაჟორი) გამოწვეულ შეფერხებებზე.
ვებგვერდზე განთავსებული კონტენტი — ლოგო, დიზაინი, ტექსტი, ფოტო და პროგრამული უზრუნველყოფა — წარმოადგენს FitShop-ის ან შესაბამისი უფლებამფლობელის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. მისი გამოყენება FitShop-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია.
ვებგვერდზე წარმოდგენილი მწარმოებელთა სავაჭრო ნიშნები ეკუთვნის შესაბამის უფლებამფლობელებს.
FitShop უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. განახლებული ვერსია ქვეყნდება ვებგვერდზე, ცვლილების თარიღის მითითებით, და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. არსებითი ცვლილების შემთხვევაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით. ცვლილების შემდეგ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს განახლებულ პირობებზე თანხმობას.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე.
მხარეები შეეცდებიან დავის მოგვარებას მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. აღნიშნული არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებას, მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
შპს „ფიტნესს სოლუშენს“ (ს/კ 406234579)
მისამართი: წალენჯიხის ქუჩა 1ა, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 2 07 72 00
ელექტრონული ფოსტა: info@fitshop.ge