ინფორმაცია
პასუხები ყველაზე ხშირ კითხვებზე.
როგორ გავაფორმო შეკვეთა?
დაამატეთ პროდუქტები კალათში, მიუთითეთ მიწოდების მისამართი და გადაიხადეთ ბარათით. შეკვეთის დადასტურებას თვალთვალის ბმულით მიიღებთ ელექტრონული ფოსტით ან/და SMS-ით.
საჭიროა რეგისტრაცია?
დიახ, შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა ანგარიშის შექმნა. შეკვეთის განთავსება შეუძლიათ 18 წელს მიღწეულ პირებს.
შემიძლია შეკვეთის თვალყურის დევნება?
დიახ, ბმული შეკვეთის დადასტურებასთან ერთად იგზავნება.
შემიძლია შეკვეთის გაუქმება?
თუ შეკვეთა ჯერ არ გაგზავნილა, დაგვიკავშირდით: გაგზავნამდე გაუქმებულ შეკვეთაზე თანხა სრულად გიბრუნდებათ, მიწოდების საფასურის ჩათვლით. გაგზავნის შემდეგ მოქმედებს დაბრუნების პირობები.
როგორ შემიძლია გადახდა?
გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით, ონლაინ ხდება, ბანკის ან ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის დაცული გადახდის გვერდის მეშვეობით. თანხა შეკვეთის გაფორმებისას ჩამოიჭრება. კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორება არ ხდება.
უსაფრთხოა ბარათით გადახდა?
დიახ. FitShop ბარათის მონაცემებს არ ინახავს: გადახდა ბანკის ან საგადახდო პროვაიდერის დაცულ სისტემაში სრულდება.
რა ღირს მიწოდება?
საფასური დამოკიდებულია მიწოდების ზონაზე (თბილისი ან რეგიონები) და შეკვეთის ჯამზე; გარკვეული თანხიდან მიწოდება უფასოა. ზუსტ საფასურს გადახდის გვერდზე, მისამართის მითითების შემდეგ ნახავთ.
რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
თბილისში 1–2 სამუშაო დღეში, რეგიონებში 4–6 დღეში. ვადები საორიენტაციოა.
აწვდით თბილისის გარეთ?
დიახ, მთელ საქართველოში. მიწოდებას პარტნიორი საკურიერო კომპანიები Quickshipper.ge პლატფორმის მეშვეობით ახორციელებენ.
რა ვქნა, თუ ამანათი დაზიანებული მივიღე?
დაზიანება დააფიქსირეთ კურიერთან და დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შეგვატყობინეთ.
რა მოხდება, თუ კურიერი ვერ დამიკავშირდება?
თუ მიწოდება ვერ შედგა არასწორი ან არასრული მონაცემების გამო, ან თქვენთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, განმეორებითი მიწოდების ხარჯი თქვენ გეკისრებათ. ამიტომ შეკვეთისას მიუთითეთ ზუსტი მისამართი და ტელეფონი.
დეტალები იხილეთ მიწოდების გვერდზე.
შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
დიახ, მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე, თუ პროდუქტი გაუხსნელი და გამოუყენებელია, ხოლო ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელი.
შემიძლია გახსნილი პროდუქტის დაბრუნება?
არა. ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის მოსაზრებით გახსნილი ან ლუქდარღვეული პროდუქტი უკან არ მიიღება. ასევე არ ბრუნდება მალფუჭებადი ან მოკლე ვარგისიანობის ვადის მქონე პროდუქცია, სასაჩუქრე ბარათები და ვაუჩერები. გამონაკლისია წუნდებული, ვადაგასული ან შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი.
რა ვქნა, თუ არასწორი, წუნდებული ან ვადაგასული პროდუქტი მივიღე?
დაგვიკავშირდით პრობლემის აღმოჩენისთანავე, სასურველია ფოტოსთან ერთად. დაბრუნებისა და თავდაპირველი მიწოდების ხარჯს ჩვენ ვფარავთ, თქვენ კი ირჩევთ: შეგიცვალოთ იმავე პროდუქტით თუ თანხა სრულად დაგიბრუნოთ.
როგორ დავაბრუნო პროდუქტი?
მოგვწერეთ info@fitshop.ge-ზე ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 2 07 72 00, მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და დასაბრუნებელი პროდუქტი. მიიღებთ ინსტრუქციას; პროდუქტი ბრუნდება კურიერით ან პირადად, შეთანხმებულ მისამართზე. გადაფიქრების შემთხვევაში დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს თქვენ იხდით.
როდის დამიბრუნდება თანხა?
დაბრუნების შესახებ თქვენი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ. თანხის დაბრუნება შეგვიძლია შევაჩეროთ, სანამ პროდუქტს უკან მივიღებთ ან მისი გაგზავნის დამადასტურებელ საბუთს წარმოგვიდგენთ. ბანკს თანხის ასახვისთვის შესაძლოა კიდევ რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
დეტალები იხილეთ დაბრუნების გვერდზე.
ნამდვილია პროდუქცია?
დიახ. ვყიდით მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას, გაურკვეველი წარმოშობის საქონლის გარეშე, და ყველა პროდუქტი მიკვლევადია მომწოდებლამდე.
შემიძლია პროდუქტის ადგილზე შეძენა?
დიახ, ვორტექს ფიტნესის დარბაზების რეცეფციებზე (არენა, დიდი დიღომი, გლდანი) და დარბაზებში განთავსებულ სმარტ ვენდინგ აპარატებში.
რატომ განსხვავდება ეტიკეტი ან ფოტო ვებგვერდზე მოცემულისგან?
მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა შეფუთვის დიზაინი განაახლოს ან შემადგენლობა შეცვალოს წინასწარი ინფორმირების გარეშე. შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია ორიგინალ ეტიკეტზეა, ამიტომ გამოყენებამდე ყოველთვის გაეცანით მას, განსაკუთრებით თუ გაქვთ ალერგია, აუტანლობა ან კვებითი შეზღუდვები.
დამეხმარებით პროდუქტის შერჩევაში?
დიახ. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: დაგეხმარებით პროდუქტის შერჩევაში თქვენი მიზნის მიხედვით და აგიხსნით, როგორ მიიღოთ ის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია?
საკვები დანამატები არ არის სამკურნალო საშუალება. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით ორსულობის, ლაქტაციის, ქრონიკული დაავადების ან მედიკამენტების მიღების პერიოდში.
რატომ გჭირდებათ ჩემი პირადი ნომერი?
პირად ნომერს ვამუშავებთ მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტაციისა და სასაქონლო ზედნადების გასაფორმებლად და მიწოდებისას მიმღების იდენტიფიკაციისთვის. მარკეტინგული ან სხვა მიზნით ის არ მუშავდება.
როგორ შევწყვიტო მარკეტინგული შეტყობინებების მიღება?
ნებისმიერ დროს და უფასოდ: ელექტრონულ წერილში არსებული გამოწერის გაუქმების ბმულით, SMS-ში მითითებული ინსტრუქციით ან info@fitshop.ge-ზე მოწერით.
გადასცემთ ჩემს მონაცემებს მესამე პირებს?
მხოლოდ აუცილებელი მოცულობით: მაგალითად, საკურიერო კომპანიას მიწოდებისთვის და ბანკს გადახდისთვის. თქვენს მონაცემებს არასოდეს ვყიდით. სრული ჩამონათვალი იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
როგორ წავშალო ანგარიში ან ჩემი მონაცემები?
მოგვწერეთ info@fitshop.ge-ზე ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 32 2 07 72 00. მოთხოვნას არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა გიპასუხებთ. ტრანზაქციულ მონაცემებს კანონით 6 წელი ვინახავთ, ამიტომ მათი წაშლა ამ ვადამდე შეუძლებელია.
როგორ დაგიკავშირდეთ?
info@fitshop.ge · +995 32 2 07 72 00 · ყოველდღე, 09:00–21:00