ინფორმაცია
fitshop.ge-ზე შეძენილი პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ პროდუქტი გაუხსნელია და მისი ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია. გახსნილი პროდუქტი უკან არ მიიღება, გარდა წუნდებული, ვადაგასული ან შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტისა.
თუ პროდუქტი აღარ გჭირდებათ, მისი დაბრუნება შეგიძლიათ მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე. ამისთვის პროდუქტი უნდა იყოს:
ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის მოსაზრებით გახსნილი ან ლუქდარღვეული პროდუქტი უკან არ მიიღება — იქნება ეს საკვები დანამატი, სასმელი თუ კვების პროდუქტი (პროტეინი, კრეატინი, ამინომჟავები, ვიტამინები, ბატონები, სნეკები, სასმელები).
ასევე არ ბრუნდება მალფუჭებადი ან მოკლე ვარგისიანობის ვადის მქონე პროდუქცია, სასაჩუქრე ბარათები და ვაუჩერები.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წუნდებულ, ვადაგასულ ან შეკვეთილისგან განსხვავებულ პროდუქტზე — იხილეთ შემდეგი პუნქტი.
თუ მიიღეთ არა ის პროდუქტი, რომელიც შეუკვეთეთ, ან პროდუქტი წუნდებული ან ვადაგასული აღმოჩნდა:
თუ მიღებული პროდუქტის შემადგენლობა არსებითად განსხვავდება შეკვეთის მომენტში ვებგვერდზე მითითებულისგან, დაგვიკავშირდით — თითოეულ ასეთ მომართვას ინდივიდუალურად განვიხილავთ.
პროდუქტის ნაკლთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენა კანონით შესაძლებელია შეძენიდან 2 წლის განმავლობაში. ეს ვადა ეხება პროდუქტის შეუსაბამობას და არა გადაფიქრებას.
თუ გადახდილი შეკვეთის გაუქმება გაგზავნამდე გსურთ, დაგვიკავშირდით — გაგზავნამდე გაუქმებულ შეკვეთაზე თანხა სრულად გიბრუნდებათ, მიწოდების საფასურის ჩათვლით.
info@fitshop.ge · +995 32 2 07 72 00
შპს „ფიტნესს სოლუშენს“ · ს/კ 406234579 · იურიდიული მისამართი: ლეხ კაჩინსკის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო · ფაქტობრივი მისამართი: წალენჯიხის ქუჩა 1ა, თბილისი, საქართველო