ინფორმაცია
fitshop.ge
შპს „ფიტნესს სოლუშენს“ (ს/კ 406234579, იურიდიული მისამართი: ლეხ კაჩინსკის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო; ფაქტობრივი მისამართი: წალენჯიხის ქუჩა 1ა, თბილისი, საქართველო; შემდგომში — „FitShop“, „ჩვენ“) არის ვებგვერდ fitshop.ge-ის მფლობელი და ოპერატორი.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას FitShop მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი (შემდგომში — „მომხმარებელი“, „თქვენ“) პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ. წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნებითა და საფუძვლებით ვამუშავებთ მათ, ვის ვუზიარებთ, რამდენ ხანს ვინახავთ და რა უფლებები გაქვთ თქვენ.
პოლიტიკა ვრცელდება ვებგვერდის ყველა მომხმარებელზე — ვიზიტორზე, რეგისტრირებულ მომხმარებელსა და მყიდველზე, ასევე ნებისმიერ პირზე, რომელიც გვიკავშირდება ჩვენი საკომუნიკაციო არხებით.
ვებგვერდით სარგებლობით ან/და რეგისტრაციით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პოლიტიკას.
თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ შემდეგი კატეგორიის მონაცემები:
თქვენს პირად ნომერს ვამუშავებთ მხოლოდ შემდეგი მიზნებით:
პირადი ნომერი სხვა მიზნით, მათ შორის მარკეტინგული მიზნით, არ მუშავდება.
სიახლეების, ფასდაკლებებისა და შეთავაზებების შესახებ შეტყობინებებს (SMS, ელექტრონული ფოსტა) მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე წინასწარ განაცხადეთ თანხმობა.
თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მარტივად და უფასოდ: ყოველ ელექტრონულ წერილში არსებული გამოწერის გაუქმების ბმულით, SMS-ში მითითებული ინსტრუქციით, ან ჩვენთან დაკავშირებით ელექტრონულ ფოსტაზე info@fitshop.ge ან ნომერზე +995 32 2 07 72 00.
თანხმობის გამოხმობა არ მოქმედებს გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე და არ ზღუდავს ვებგვერდით სარგებლობის შესაძლებლობას.
ვებგვერდით სარგებლობისას ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (cookies) — მცირე ზომის ფაილებს, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე. ვიყენებთ შემდეგი კატეგორიის მზა ჩანაწერებს:
ანალიტიკური და მარკეტინგული მზა ჩანაწერები გამოიყენება მხოლოდ თქვენი თანხმობით. მზა ჩანაწერების მართვა ასევე შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებიდან — გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელი მზა ჩანაწერების გათიშვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ვებგვერდის გამართულ მუშაობას.
თქვენი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ შემდეგ პირებს, მხოლოდ აუცილებელი მოცულობით და შესაბამისი მიზნით:
ყველა პარტნიორი, რომელიც ჩვენი დავალებით ამუშავებს მონაცემებს, შეზღუდულია სახელშეკრულებო და კონფიდენციალურობის ვალდებულებებით. FitShop არასოდეს ყიდის თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ანალიტიკისა და მარკეტინგის სერვისების (Google, Meta) სერვერები შესაძლოა განთავსებული იყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა გადაცემა ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ მონაცემები იშლება ან შეუქცევადად უპიროვნდება (ანონიმიზაცია).
თქვენი მონაცემების დასაცავად ვიყენებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, მათ შორის: დაშიფრულ კავშირს (TLS), წვდომის კონტროლს „მინიმალური აუცილებლობის“ პრინციპით, პაროლების დაშიფრულ შენახვას და თანამშრომელთა კონფიდენციალურობის ვალდებულებას. საბანკო ბარათის მონაცემები FitShop-ის სისტემებში არ ინახება.
მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტის შემთხვევაში ვიმოქმედებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შეგატყობინებთ ინციდენტის შესახებ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
უფლებების რეალიზაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@fitshop.ge ან ნომერზე +995 32 2 07 72 00 (ყოველდღე, 09:00–21:00). თქვენს მოთხოვნას განვიხილავთ და გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში — მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
ზოგიერთი მოთხოვნის სრულად შესრულება შესაძლოა შეიზღუდოს კანონისმიერი ვალდებულებით — მაგალითად, ტრანზაქციული მონაცემების წაშლა შეუძლებელია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შენახვის ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში მოგაწვდით შესაბამის განმარტებას.
ვებგვერდი განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის. ჩვენ მიზანმიმართულად არ ვამუშავებთ არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს. თუ თვლით, რომ არასრულწლოვანმა ჩვენთვის მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ — მონაცემები წაიშლება.
FitShop უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა. განახლებული ვერსია ქვეყნდება ვებგვერდზე, ცვლილების თარიღის მითითებით. არსებითი ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით. გირჩევთ, პერიოდულად გადახედოთ პოლიტიკის მოქმედ ვერსიას.
შპს „ფიტნესს სოლუშენს“ (ს/კ 406234579)
იურიდიული მისამართი: ლეხ კაჩინსკის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო; ფაქტობრივი მისამართი: წალენჯიხის ქუჩა 1ა, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995 32 2 07 72 00 — ქოლ-ცენტრი მუშაობს ყოველდღე, 09:00-დან 21:00 საათამდე
ელექტრონული ფოსტა: info@fitshop.ge
საზედამხედველო ორგანო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური — personaldata.ge