ინფორმაცია
FitShop შეკვეთებს მთელ საქართველოში აწვდის. მიწოდებას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ახორციელებენ პარტნიორი საკურიერო კომპანიები Quickshipper.ge პლატფორმის მეშვეობით.
მიწოდების საფასური პროდუქციის ფასში არ შედის და გადახდის გვერდზე, მისამართის მითითების შემდეგ, ცალკე აისახება. თქვენ ზუსტად იმ თანხას გადაიხდით, რაც იქ იქნება ნაჩვენები.
საფასური დამოკიდებულია მიწოდების ზონაზე (თბილისი ან რეგიონები) და შეკვეთის ჯამზე; გარკვეული თანხიდან მიწოდება უფასოა.
უფასო მიწოდებამდე დარჩენილ თანხას კალათშიც და გადახდის გვერდზეც ნახავთ.
თბილისში შეკვეთა 1–2 სამუშაო დღეში ბარდება, რეგიონებში კი 4–6 დღეში. სამუშაო დღედ არ ითვლება შაბათი, კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები.
ვადები საორიენტაციოა და არ წარმოადგენს FitShop-ის მყარ ვალდებულებას: ფაქტობრივი ვადა დამოკიდებულია საკურიერო კომპანიაზე, მიწოდების მისამართსა და სხვა ობიექტურ გარემოებებზე.
შეკვეთისას მიუთითეთ ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. თუ მიწოდება ვერ შედგა არასწორი ან არასრული მონაცემების გამო, ან თქვენთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, განმეორებითი მიწოდების ხარჯი თქვენ გეკისრებათ.
შეკვეთის მიღებისას შეამოწმეთ შეფუთვის მთლიანობა. თუ შეფუთვა დაზიანებულია, აღნიშნული დააფიქსირეთ კურიერთან და დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შეგვატყობინეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@fitshop.ge ან ნომერზე +995 32 2 07 72 00.
გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით, ონლაინ ხდება, ბანკის ან ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის დაცული გადახდის გვერდის მეშვეობით. კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორება არ არის შესაძლებელი.