Vortex-ის აბონემენტი 99 ლარად: როგორ მუშაობს შეთავაზება
შეუკვეთე 100 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქცია fitshop.ge-ზე და SMS-ით მიიღე კოდი, რომლითაც Vortex-ის აბონემენტი 199 ლარის ნაცვლად 99 ლარი დაგიჯდება.

იყიდე 100+ ლარის პროდუქცია ფიტშოფზე, მიიღე 99 ლარად აბონემენტი ვორტექსში 199 ლარის ნაცვლად.
FitShop-ისა და Vortex Fitness-ის ერთობლივი შეთავაზება. ქვემოთ მოკლედ აგიხსნით, როგორ მიიღო კოდი, რა ითვლება 100 ლარში და სად გამოიყენო.
როგორ მიიღო აბონემენტი 99 ლარად
შეუკვეთე fitshop.ge-ზე. კალათაში დაამატე 100 ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქცია და შეკვეთა გააფორმე.
მიიღე კოდი SMS-ით. როგორც კი ბანკი გადახდას დაადასტურებს, შეკვეთაში მითითებულ ნომერზე ერთჯერად კოდს გამოგიგზავნით.
გამოიყენე კოდი Vortex Fitness-ში. კოდის გამოყენება შეგიძლია რეცეფციის დახმარებით, მობილურ აპლიკაციაში ან ვებ პლატფორმაზე. ულიმიტო აბონემენტი შენთვის 199 ლარის ნაცვლად 99 ლარი ეღირება.
რა ითვლება 100 ლარში
100 ლარში ითვლება პროდუქციის ის ღირებულება, რომელსაც ფასდაკლების შემდეგ იხდი. მიწოდების საფასური ჯამში არ შედის. მაგალითად:
120 ლარის პროდუქცია 20%-იანი ფასდაკლებით 96 ლარი ჯდება, ამიტომ კოდი არ გამოიგზავნება.
თუ პროდუქცია 95 ლარი ღირს, მიწოდებასთან ერთად კი 100 ლარზე მეტს იხდი, შეთავაზება მაინც არ ვრცელდება.
თუ ჯამს ცოტა აკლია, კალათაში ის პროდუქტი დაამატე, რომელიც ისედაც გამოგადგება.
რა უნდა იცოდე კოდზე
კოდი ერთჯერადია და მხოლოდ ერთი აბონემენტის შესაძენად გამოიყენება.
კოდი მოქმედებს 01.01.2027-მდე.
ყოველ შეკვეთაზე ახალი კოდი. 100 ლარის ან მეტი ღირებულების ყოველ შეკვეთაზე ახალ კოდს მიიღებ.
კოდის გაზიარება სხვისთვის. თუ თავად არ გსურს Vortex Fitness-ის აბონემენტით სარგებლობა, ან უკვე გაქვს აქტიური სტატუსი, შეგიძლია შენი კოდი სხვას გაუზიარო და მან ისარგებლოს შეთავაზებით.
კოდების რაოდენობა შეზღუდულია. მხოლოდ პირველი 100 შეკვეთა მიიღებს ფასდაკლების კოდს.
ხშირი კითხვები
ვრცელდება შეთავაზება რეცეფციაში ან ვენდინგ აპარატში ნაყიდ პროდუქციაზე?
არა. შეთავაზება მხოლოდ fitshop.ge-ზე გაფორმებულ შეკვეთებზე ვრცელდება.
კოდი არ მომივიდა. რა ვქნა?
შეამოწმე, დადასტურდა თუ არა გადახდა, აღწევს თუ არა პროდუქციის ჯამი ფასდაკლების შემდეგ 100 ლარს და სწორი ნომერი გაქვს თუ არა მითითებული შეკვეთაში. თუ ყველაფერი რიგზეა, დაგვიკავშირდი და დაგეხმარებით.
შეარჩიე შენთვის საჭირო პროდუქცია fitshop.ge-ზე და Vortex Fitness-ში ვარჯიში 99-ლარიანი აბონემენტით დაიწყე. ფილიალებისა და აბონემენტის შესახებ მეტს vortexfitness.ge-ზე გაიგებ.


