იტალიური Enervit უკვე FitShop-ზეა
იტალიური ოჯახური ბრენდი 70 წელზე მეტი ისტორიით: ენერგეტიკული გელები, პროტეინის ბატონები და Pure-PRO ხაზი სპორტდარბაზისთვის.

Enervit იტალიური ოჯახური კომპანიაა, რომელსაც 70 წელზე მეტი ისტორია აქვს. ბრენდი დიდი ხანია სპორტსმენებისთვის ენერგეტიკულ კვებას ქმნის, დღეს კი სპორტდარბაზისა და ყოველდღიური კვებისთვისაც. ახლა Enervit-ის გელები, პროტეინის ბატონები და Pure-PRO ხაზი FitShop-ზეც შეგიძლიათ შეიძინოთ.
ფარმაცევტის იდეა, რომელიც სპორტში გადაიზარდა
- 1954. კომპანია მილანში ფარმაცევტმა პაოლო სორბინიმ დააარსა. თავდაპირველად ვიტამინურ დანამატებს ამზადებდნენ.
- 1970-იანები. Enervit სპორტულ კვებაზე გადაერთო.
- 1976. როცა კვებასა და სპორტულ შედეგს ერთმანეთთან თითქმის არავინ აკავშირებდა, სორბინიმ Equipe Enervit შექმნა. ეს კვლევითი ჯგუფი სპორტსმენების კვებას რეალურ ვარჯიშებსა და შეჯიბრებზე სწავლობს.
- დღეს. ჯგუფში ექიმები, მკვლევრები, ნუტრიციოლოგები, ბიოლოგები და მწვრთნელები მუშაობენ. Enervit-ის ყველა პროდუქტი იტალიაში, ზელბიოსა და ერბაში, კომპანიის საკუთარ საწარმოებში იქმნება და იწარმოება.
Enervit-ის ენერგეტიკული ხაზი C2:1 PRO მსოფლიოს წამყვან საველოსიპედო გუნდებთან, UAE-სა და Trek-თან ერთად გამოიცადა.
რას ნახავთ FitShop-ზე
- გამძლეობისთვის: ენერგეტიკული გელები ფორთოხლისა და კოლას გემოთი.
- სპორტდარბაზისთვის: Pure-PRO ხაზის 100% ვეი პროტეინი, კრეატინი, BCAA 2:1:1 და ვარჯიშამდელი კომპლექსი.
- წასახემსებლად: Protein Snack Low Sugar და The Protein Deal პროტეინის ბატონები, მათ შორის ვეგანური, და Protein Frollini პროტეინის ორცხობილა.
- საკვების შემცვლელად: Protein Pasto ბატონები და Protein Shake კოქტეილი.
ვისთვისაა Enervit
გრძელ დატვირთვაზე ორგანიზმს სწრაფი ენერგია სჭირდება, ამიტომ მარათონზე ან გრძელ ველოტურზე ენერგეტიკული გელი ზედმეტი არ იქნება.
სპორტდარბაზში Pure-PRO ხაზი გამოგადგებათ. ყოველდღიურად კი, როცა სადილამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, პროტეინის ბატონი კარგი წასახემსებელია.
Enervit მხოლოდ პროფესიონალებისთვის არ არის. ბრენდი პროდუქტებს ყველასთვის ქმნის, ვისაც აქტიური ცხოვრება და კარგი ფორმა უყვარს: დილის სირბილიდან შაბათ-კვირის ველოსეირნობამდე.
როგორ გამოიყენოთ
- დატვირთვამდე: ბატონი ან Pure-PRO ვარჯიშამდელი კომპლექსი.
- დატვირთვის დროს: ენერგეტიკული გელი და წყალი.
- დატვირთვის შემდეგ: Pure-PRO ვეი პროტეინი ან პროტეინის სმუზი.
დოზა და მიღების სიხშირე ყოველთვის შეფუთვაზეა მითითებული. ახალი გელი ჯერ ვარჯიშზე სცადეთ, შეჯიბრზე კი უკვე ნაცნობი პროდუქტით გადით.
სად იყიდოთ
Enervit-ის პროდუქცია FitShop-ის ონლაინ მაღაზიაშია. ნახეთ Enervit-ის ასორტიმენტი და მოემზადეთ შემდეგი სტარტისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი ქვეყნის ბრენდია Enervit?
იტალიური. კომპანია 1954 წელს მილანში დაარსდა და დღემდე ოჯახური ბიზნესია.
რა არის ენერგეტიკული გელი?
ნახშირწყლების კონცენტრირებული წყარო, რომელსაც ხანგრძლივი ვარჯიშის ან შეჯიბრის დროს იღებენ. დოზა და სიხშირე შეფუთვაზეა მითითებული.
გამოდგება თუ არა მოყვარულისთვის?
დიახ. Enervit-ის პროდუქცია მხოლოდ სპორტსმენებისთვის არ იქმნება. ის ყველასთვისაა, ვინც აქტიურად ცხოვრობს.
ასევე წაიკითხეთ: გერმანული Maxi Nutrition უკვე FitShop-ზეა


