ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ
პროგრამა ტრენერებისა და ინფლუენსერებისთვისაა. შენი კოდით მიმდევრები და კლიენტები პროდუქციაზე 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, შენ კი მათ მიერ გადახდილი პროდუქციის 5%-ს გამოიმუშავებ.
10%
ფასდაკლება შენს მიმდევრებსა და კლიენტებს
5%
შენ, მათ მიერ გადახდილი პროდუქციიდან
მიუთითე Instagram-ის ბმული, ქალაქი და, თუ ტრენერი ხარ, დარბაზი, სადაც ვარჯიშებს ატარებ. სახელსა და ტელეფონს შენი ანგარიშიდან ავიღებთ.
განაცხადს ჩვენი გუნდი განიხილავს. დადასტურების შემდეგ პერსონალურ კოდს SMS-ით მიიღებ და ის შენს ანგარიშშიც გამოჩნდება.
მიმდევრები და კლიენტები კოდს კალათში შეიყვანენ და პროდუქციაზე 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
ყოველი შეკვეთიდან, რომელშიც შენი კოდია გამოყენებული, მიიღებ რეალურად გადახდილი პროდუქციის 5%-ს.
შეკვეთიდან გამომუშავებული თანხა ჯერ მოლოდინშია. ის ხელმისაწვდომი ხდება შეკვეთის მიწოდებიდან 14 დღის შემდეგ, როცა დაბრუნების ვადა ამოიწურება. თუ შეკვეთა დაბრუნდა ან გაუქმდა, ამ შეკვეთიდან გამომუშავებული თანხაც გაუქმდება.
ხელმისაწვდომი ბალანსიდან შექმენი ერთჯერადი კოდი ნებისმიერ თანხაზე, მინიმუმ 10.00 ₾, და იყიდე FitShop-ზე. კოდი მუშაობს მხოლოდ შენს ანგარიშზე და 12 თვე მოქმედებს, გამოუყენებელი ნაშთი არ ბრუნდება, დღეში კი მაქსიმუმ 3 კოდის შექმნა შეგიძლია.
თანხის გასატანად დაუკავშირდი ჩვენს გუნდს. FitShop თანხას საბანკო გადარიცხვით გიხდის, გადასახადის დაკავებით.
განაცხადის შესავსებად ანგარიშზე ტელეფონის ნომრით შესვლა დაგჭირდება.