ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ
ეს პირობები ეხება FitShop-ის პარტნიორულ პროგრამას fitshop.ge-ზე. განაცხადის გაგზავნით ეთანხმები მათ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ტრენერებსა და ინფლუენსერებს, რომლებსაც fitshop.ge-ზე აქვთ ანგარიში და SMS-კოდით დადასტურებული საქართველოს მობილურის ნომერი.
თითოეულ განაცხადს ჩვენი გუნდი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს. დადასტურების შემთხვევაში პარტნიორის კოდს SMS-ით მიიღებ. თუ განაცხადი არ დადასტურდა, ხელახლა გაგზავნას გადაწყვეტილებიდან 30 დღის შემდეგ შეძლებ.
შენი კოდით მყიდველი პროდუქციაზე 10%-იან ფასდაკლებას იღებს.
ფასდაკლება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ პროდუქციაზე.
მიწოდებაზე ფასდაკლება არ ვრცელდება, მიწოდების ღირებულება კი გამომუშავებაში არ ითვლება.
კოდი მოქმედებს 50.00 ₾ ან მეტი ღირებულების შეკვეთებზე.
ერთ შეკვეთაზე ერთი კოდი მოქმედებს და ის სხვა კოდებთან ერთად არ გამოიყენება.
შენი კოდით შეგიძლია თავადაც ისარგებლო: ასეთ შეკვეთაზეც გამოიმუშავებ.
კოდი მუშაობს მხოლოდ fitshop.ge-ზე, სანამ პროგრამა და შენი პარტნიორობა აქტიურია.
შენი კოდით გაკეთებული ყოველი შეკვეთიდან გამოიმუშავებ რეალურად გადახდილი პროდუქციის 5%-ს: ფასდაკლების შემდეგ და მიწოდების გარეშე.
თანხა გამოიმუშავება შეკვეთის გადახდისას და ჯერ მოლოდინშია. ხელმისაწვდომი ის ხდება შეკვეთის მიწოდებიდან 14 დღის შემდეგ.
თუ შეკვეთა დაბრუნდა ან გაუქმდა, ამ შეკვეთიდან გამომუშავებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ გაუქმდება. თუ ეს თანხის გამოყენების შემდეგ მოხდა, ბალანსი შეიძლება უარყოფითი გახდეს: მაშინ ის მომავალი გამომუშავებით დაიფარება.
საყიდლების კოდი: ხელმისაწვდომი ბალანსიდან შეგიძლია შექმნა ერთჯერადი კოდი ნებისმიერ თანხაზე, მინიმუმ 10.00 ₾, ბალანსის ოდენობამდე. კოდის თანხა ბალანსს მაშინვე აკლდება.
კოდი ერთჯერადია, მუშაობს მხოლოდ შენს ანგარიშზე და 12 თვე მოქმედებს. გამოუყენებელი ნაშთი არ ბრუნდება. დღეში შეგიძლია შექმნა მაქსიმუმ 3 კოდი.
საყიდლების კოდი ფასდაკლებას იძლევა მხოლოდ პროდუქციაზე, მისი ღირებულების ფარგლებში, და შეკვეთაზე სხვა კოდთან ერთად არ გამოიყენება.
თუ საყიდლების კოდით გადახდილი შეკვეთა დაბრუნდა, კოდი აღარ აღდგება: დაბრუნდება მხოლოდ შენ მიერ გადახდილი თანხა.
თანხის გატანა: ხელმისაწვდომი ბალანსის გასატანად დაუკავშირდი ჩვენს გუნდს. FitShop თანხას საბანკო გადარიცხვით გიხდის, გადასახადის დაკავებით.
FitShop-ს შეუძლია შეცვალოს ფასდაკლებისა და გამომუშავების პროცენტი და პროგრამის სხვა პირობები. ახალი პირობები ვრცელდება მხოლოდ ცვლილების შემდეგ გაკეთებულ შეკვეთებზე, უკვე გაკეთებული შეკვეთები კი ძველი პირობებით ითვლება.
FitShop-ს შეუძლია დროებით შეაჩეროს შენი პარტნიორობა ან მთლიანად პროგრამა. ამ დროს შენი კოდი არ მუშაობს, მაგრამ უკვე გამომუშავებული თანხა ჩვეულებრივ ხდება ხელმისაწვდომი. პარტნიორობის შეჩერებისას საყიდლების კოდის შექმნა შეუძლებელია, თანხის გატანა კი ჩვენი გუნდის მეშვეობით შესაძლებელია.
თუ fitshop.ge-ზე ანგარიშს წაშლი, პარტნიორობა დაიხურება და დარჩენილი ბალანსი დაიკარგება.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი საკონტაქტო გვერდიდან.