
ორიგინალი Borjomi Energia, გაზიანი ენერგეტიკული სასმელი ტუტი-ფრუტის გემოთი, 240 მლ ქილაში. Borjomi-ს მინერალურ წყალსა და ხილის წვენებზეა დამზადებული, 100 მლ-ში კი 30 მგ ბუნებრივ კოფეინს შეიცავს.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Energia უალკოჰოლო სასმელია Borjomi-ს მინერალური წყლის მწარმოებლისგან, ალუმინის ქილაში. საფუძვლად ბორჯომის ხეობის მინერალური წყალი უდევს, სასმელის 20% კი Borjomi-ს მინერალური წყალია. ამას ემატება ვაშლისა და ლიმონის კონცენტრირებული წვენები, ტუტი-ფრუტის ბუნებრივი არომატიზატორი, ბუნებრივი კოფეინი და შიზანდრის ექსტრაქტი. 100 მლ-ში 30 მგ კოფეინი, 40 კილოკალორია და 10 გ ნახშირწყალია, აქედან 9,6 გ შაქარი. მწარმოებლის თქმით, სასმელს შაქარი არ ემატება და ტაურინს არ შეიცავს. ფერს კარამელის საღებავი აძლევს. სასმელი ვეგანურია და საქართველოშია დამზადებული.
კოფეინის მაღალი შემცველობის გამო (100 მლ-ზე 30 მგ) არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძური ქალებისთვის. ნედლეულის ბუნებრივი თვისებების გამო შესაძლოა ნალექი წარმოიქმნას.
ბორჯომის ხეობის საბადოს მინერალური წყალი, მინერალური წყალი Borjomi 20%, ვაშლის კონცენტრირებული წვენი 12,8%, ლიმონის კონცენტრირებული წვენი 1,93%, ტუტი-ფრუტის ბუნებრივი არომატიზატორი 0,13%, ბუნებრივი არომატიზატორი multisense 0,019%, ბუნებრივი საღებავი: კარამელის საღებავი IV 0,07%, ბუნებრივი კოფეინი 0,03%, ბუნებრივი ადაპტოგენი: შიზანდრა 0,004%.
შეინახე +3 °C-დან +25 °C-მდე ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად. გახსნის შემდეგ შეინახე მაცივარში, +2 °C-დან +5 °C-მდე, და დალიე 24 საათში. ვარგისიანობის ვადა 1 წელია, თარიღი ქილის ძირზეა მითითებული.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 100 მლ-ში | |
|---|---|
| ენერგეტიკული ღირებულება | 175 კჯ / 40 კკალ |
| ცხიმები | 0 გ |
| მათ შორის გაჯერებული ცხიმები | 0 გ |
| ნახშირწყლები | 10 გ |
| მათ შორის შაქრები | 9,6 გ |
| ცილები | 0 გ |
| მარილი | 0,07 გ |
| ნატრიუმი | 0,028 გ |
| კოფეინი | 30 მგ |
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
„ბორჯომი“ ბორჯომის ხეობაში, მიწის სიღრმიდან ამოდის. მწარმოებლის თქმით, ვულკანური წარმოშობის წყალი მოგზაურობას მცირე კავკასიონის წიაღში, 8000 მეტრის სიღრმიდან იწყებს: ნახშირორჟანგა გაზი მას ქანების ნაპრალებით ამოაქვს, ზედაპირს კი წყალი 37-41°C ტემპერატურით აღწევს. გზად ის 60-ზე მეტ მინერალს იძენს, მათ შორის კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.