Maxi Nutrition-ის ცილოვანი ფხვნილი ცხობისთვის, გემოს გარეშე, 500 გ. რძის ცილის კონცენტრატისგან მზადდება, 100 გ კი 80 გ ცილას (პროტეინს) გაძლევს.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Baking Protein ცილოვანი ფხვნილია, რომელიც სპეციალურად ცხობისთვისაა შექმნილი. ის გემოს გარეშეა. მის 98,7%-ს რძის ცილის კონცენტრატი შეადგენს. 100 გ ფხვნილში 80 გ ცილა, 4,8 გ ნახშირწყალი და 358 კილოკალორიაა. შაქარს არ უმატებენ, 100 გრამში კი 4,4 გ შაქარია. Maxi Nutrition-ის თქმით, ფხვნილი უგლუტენოა, ვეგეტარიანელებისთვის გამოდგება, საღებავებსა და ხელოვნურ არომატიზატორებს კი არ შეიცავს.
საყვარელ რეცეპტში ფქვილის ნაწილი Baking Protein-ით ჩაანაცვლე, ტკბილ ცომშიც და მარილიანშიც. საუკეთესო შედეგს ფქვილის 30-40%-ის ჩანაცვლება იძლევა. ფხვნილი 180 °C-მდე გაცხელებას უძლებს.
პროდუქტი დაბალანსებულ, მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ცვლის.
რძის ცილის კონცენტრატი (98,7%), გამაფხვიერებელი: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სახამებელი, მჟავა: ლიმონმჟავა.
შეიცავს რძეს.
შეინახე გრილ, მშრალ ადგილას.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 100 გ-ში | |
|---|---|
| ენერგეტიკული ღირებულება | 1502 კჯ / 358 კკალ |
| ცხიმები | 1,4 გ |
| მათ შორის გაჯერებული ცხიმები | 0,9 გ |
| ნახშირწყლები | 4,8 გ |
| მათ შორის შაქრები | 4,4 გ |
| ცილები | 80 გ |
| მარილი | 0,64 გ |
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.

Maxi Nutrition 2017 წელს გერმანიაში, ბერგიშ-გლადბახში დაარსდა და კვების ინდუსტრიის ოჯახურ კომპანია Krüger Group-ს ეკუთვნის. ყველა პროდუქტს იქვე, ბრენდის საკუთარი კვლევისა და განვითარების გუნდი შეიმუშავებს. მსუბუქი და ნამდვილი გემოსთვის პალმის ზეთს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს არ იყენებენ.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.