
MuscleTech-ის ყოველდღიური მულტივიტამინი აქტიური ადამიანებისთვის. სამი ტაბლეტი 18 ვიტამინსა და მინერალს გაძლევს, დამატებით კი ამინომჟავურ და მცენარეულ ნარევებსა და ფერმენტებს.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Platinum Multivitamin MuscleTech-ის ყოველდღიური მულტივიტამინია სპორტსმენებისა და აქტიური ადამიანებისთვის. ერთი პორცია სამი ტაბლეტია და 18 ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. მწარმოებლის თქმით, A, C, E, B6 და B12 ვიტამინების დღიური ნორმის 100%-ს ან მეტს ფარავს. ძირითადი ნივთიერებების გარდა, ფორმულაში 816 მგ ამინომჟავური ნარევია, უმეტესად გლიცინი. მცენარეული ნარევი 401 მილიგრამია და გინკგოს, მწვანე ყავის, ყურძნის, კურკუმის, სერენოისა და ექინაცეის ექსტრაქტებს შეიცავს. ამას ემატება მინერალური კომპლექსი და 50 მგ ფერმენტი (ამილაზა და პაპაინი). ქილაში 90 ტაბლეტია, ანუ 30 პორცია. მულტივიტამინი აშშ-შია დამზადებული საერთაშორისო ინგრედიენტებისგან. შეიცავს სოიოსა და სულფიტებს, ეტიკეტის მიხედვით კი გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებსაც.
მიიღე 1 პორცია (3 ტაბლეტი) დღეში, ერთი ჭიქა წყლით. გამოყენებამდე ეტიკეტი ბოლომდე წაიკითხე და მითითებებს მიჰყევი.
მხოლოდ ზრდასრულებისთვის. არ მიიღო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ვიტამინ A-ს მიღება დღეში 3000 მკგ-მდე უნდა შეზღუდონ (ბეტა-კაროტინის გარდა). შეიძლება გამოიწვიოს კანის წამოწითლება და ქავილი. უზმოზე არ მიიღო. არ მიიღო, თუ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა) გადაგიტანია. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს ან ახალ დიეტას (კვების რეჟიმს) ან ვარჯიშის პროგრამას იწყებ, ექიმს გაესაუბრე. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენო, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
აქტიური ნივთიერებები ცხრილშია. სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარინის მჟავა, გარსი (პოლივინილის სპირტი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, პოლისორბატი 80), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
შეიცავს სოიოსა და სულფიტებს. წარმოებულია საწარმოში, სადაც რძეს, კვერცხს, არაქისს, თხილეულს, კიბოსნაირებს, თევზს, ხორბალსა და სეზამსაც ამუშავებენ.
შეინახე გრილ, მშრალ ადგილას (16-27 °C).
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 პორციაში (3 ტაბლეტი) | დღიური ნორმის % | |
|---|---|---|
| ნახშირწყლები (სულ) | <1 გ | 0% |
| ნატრიუმი | 20 მგ | <1% |
| ვიტამინი A | 1800 მკგ | 200% |
| ვიტამინი C | 135 მგ | 150% |
| ვიტამინი D | 10 მკგ | 50% |
| ვიტამინი E | 40,1 მგ | 267% |
| თიამინი (ვიტამინი B1) | 20,2 მგ | 1683% |
| რიბოფლავინი (ვიტამინი B2) | 13,3 მგ | 1023% |
| ნიაცინი (ვიტამინი B3) | 30 მგ | 188% |
| ვიტამინი B6 | 10,2 მგ | 600% |
| ფოლატი | 510 მკგ DFE | 128% |
| ვიტამინი B12 | 100 მკგ | 4167% |
| ბიოტინი | 165 მკგ | 550% |
| პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) | 80 მგ | 1600% |
| ქოლინი | 10 მგ | 2% |
| კალციუმი | 180 მგ | 14% |
| მაგნიუმი | 145 მგ | 35% |
| თუთია | 13,3 მგ | 121% |
| სპილენძი | 1,05 მგ | 117% |
| მანგანუმი | 2,2 მგ | 96% |
| მოლიბდენი | 10 მკგ | 22% |
| კალიუმი | 40 მგ | <1% |
| ამინომჟავური ნარევი | 816 მგ | * |
| მათ შორის გლიცინი | 806 მგ | |
| მათ შორის L-მეთიონინი | 2,5 მგ | |
| მათ შორის L-ციტრულინის მალატი | 2,5 მგ | |
| მათ შორის L-არგინინის ჰიდროქლორიდი | 2,5 მგ | |
| მათ შორის L-ცისტეინი | 2,5 მგ | |
| მცენარეული ნარევი | 401 მგ | * |
| მათ შორის გინკგოს ფოთლის ფხვნილი (Ginkgo biloba) | 100 მგ | |
| მათ შორის მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტი (C. canephora robusta; 45% ქლოროგენის მჟავები) | 100 მგ | |
| მათ შორის ყურძნის კანის ექსტრაქტი (Vitis vinifera; სტანდარტიზებული პოლიფენოლებსა და ანთოციანებზე) | 75 მგ | |
| მათ შორის კურკუმის ფესურის ექსტრაქტი (Curcuma longa) | 60 მგ | |
| მათ შორის სერენოის ნაყოფის ექსტრაქტი (Serenoa repens; სტანდარტიზებული ცხიმოვან მჟავებზე) | 50 მგ | |
| მათ შორის ექინაცეის ფესვის ექსტრაქტი (Echinacea angustifolia) | 15 მგ | |
| მათ შორის ოქტაკოზანოლი (ბრინჯის ცვილიდან) | 1,25 მგ | |
| მინერალური კომპლექსი | 115 მგ | * |
| მათ შორის კალიუმის ქლორიდი | 68 მგ | |
| მათ შორის ქოლინის ბიტარტრატი | 14 მგ | |
| მათ შორის ქოლინის დიჰიდროციტრატი | 13 მგ | |
| მათ შორის ინოზიტოლი | 10 მგ | |
| მათ შორის ბორი (ბორის ციტრატის სახით) | 10 მგ | |
| ფერმენტული კომპლექსი | 50 მგ | * |
| მათ შორის ამილაზა | 25 მგ | |
| მათ შორის პაპაინი | 25 მგ |
* დღიური ნორმა დადგენილი არ არის
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
MuscleTech კანადური კომპანია Iovate Health Sciences-ის ბრენდია. Iovate ონტარიოს ქალაქ ოკვილშია, მისი ისტორია კი 30 წელზე მეტს ითვლის. კომპანია ტორონტოს უნივერსიტეტთან გრძელვადიან პარტნიორობაშია და ერთობლივ ლაბორატორიაში, MuscleTech Metabolism & Sport Science Lab-ში, ახალ ინგრედიენტებს იკვლევს.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.