
Rule 1-ის BCAA ფხვნილი ლურჯი ჟოლოს გემოთი, გლუტამინით, ციტრულინით, ტაურინითა და ელექტროლიტებით. ერთი საზომი კოვზი (13 გ) 5 გ BCAA-ს გაძლევს.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
R1 Active BCAA Rule 1-ის არომატიზებული ამინომჟავური ფხვნილია. BCAA-ს გარდა, მასში გლუტამინი, ციტრულინი, ტაურინი და ელექტროლიტებიცაა. 13-გრამიანი საზომი კოვზი 5 გ BCAA-ს შეიცავს, აქედან 2,5 გ L-ლეიცინია, L-ვალინი და L-იზოლეიცინი კი 1,25-1,25 გრამი. ამას ემატება 1,5 გ L-გლუტამინი, 1-1 გ L-ციტრულინი და ტაურინი, 350 მგ ელექტროლიტების ნარევი (ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ოქსიდი) და 350 მგ ნედლი ქოქოსის წყლის ფხვნილი. კოვზში 40 კილოკალორია და 1 გ ნახშირწყალია. ფხვნილს ხელოვნური არომატიზატორები და ლურჯი საღებავი აქვს. Rule 1-ის თქმით, პროდუქტი Informed Choice-ის პროგრამით აკრძალულ ნივთიერებებზე მოწმდება. 390-გრამიან ქილაში 30 პორციაა.
1 საზომი კოვზი შეურიე 300-350 მლ ცივ წყალს. დალიე ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ.
მხოლოდ ჯანმრთელი, აქტიური ზრდასრულებისთვის. თუ რაიმე წამალს იღებ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ ან არასრულწლოვანი ხარ, მიღებამდე ექიმს გაესაუბრე. არ არის განკუთვნილი ორსულებისთვის, ორსულობის დამგეგმავი და მეძუძური ქალებისთვის. დანამატი დაბალანსებულ კვებასა და რეგულარულ ძალისმიერ ვარჯიშთან ერთად მიიღე. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
BCAA, L-გლუტამინი, L-ციტრულინი, ტაურინი, ნედლი ქოქოსის წყლის ფხვნილი და ელექტროლიტების ნარევი ცხრილშია. სხვა ინგრედიენტები: ლიმონმჟავა, ბუნებრივი და ხელოვნური არომატიზატორები, ვაშლმჟავა, მარილი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სილიკატი, სუკრალოზა, აცესულფამ კალიუმი, მზესუმზირის ლეციტინი, საღებავი FD&C Blue #1.
შეიცავს თხილეულს (ქოქოსი).
ქილა მჭიდროდ დახურული შეინახე გრილ, მშრალ ადგილას.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 პორციაში (13 გ) | დღიური ნორმის % | |
|---|---|---|
| ენერგეტიკული ღირებულება | 40 კკალ | |
| ნახშირწყლები (სულ) | 1 გ | <1% |
| ნატრიუმი | 120 მგ | 5% |
| ქლორიდი | 210 მგ | 9% |
| L-ლეიცინი | 2,5 გ | * |
| L-გლუტამინი | 1,5 გ | * |
| L-ვალინი | 1,25 გ | * |
| L-იზოლეიცინი | 1,25 გ | * |
| L-ციტრულინი | 1 გ | * |
| ტაურინი | 1 გ | * |
| ნედლი ქოქოსის წყლის ფხვნილი | 350 მგ | * |
| R1 ელექტროლიტების ნარევი (ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ოქსიდი) | 350 მგ | * |
* დღიური ნორმა დადგენილი არ არის
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.

Rule 1 ილინოისის შტატში მდებარე ამერიკული კომპანიის, Rule One Proteins-ის ბრენდია. კომპანიის თქმით, ფორმულებს საკუთარ ლაბორატორიებში ქმნის და თავისივე ქარხანაში ამზადებს, რომლის ფართობი 23 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. ყველა ეტაპს, ინგრედიენტების შერჩევიდან შეფუთვამდე და მზა პროდუქტის შემოწმებამდე, თავად აკონტროლებს, ქარხანას კი დამოუკიდებელი ორგანიზაციებიც აფასებენ.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.