Enervit-ის ომეგა-3 თევზის ქონი კაფსულებში. ერთ კაფსულაში 750 მგ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა, მათ შორის 400 მგ EPA და 200 მგ DHA.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
EnerZona Omega 3 RX კონცენტრირებული თევზის ქონისგან მიღებული EPA-სა და DHA-ს დანამატია. ქონის 75% ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებია. 1-გრამიანი კაფსულა 750 მგ ომეგა-3-ს შეიცავს. აქედან 400 მგ EPA-ზე მოდის, 200 მგ კი DHA-ზე, ანუ თანაფარდობა 2:1-ია. კაფსულა დაპატენტებული ENTERICARE ტექნოლოგიითაა დამზადებული. მწარმოებლის თქმით, ის კუჭში არ იშლება და ნაწლავში იხსნება, ამიტომ თევზის გემო პირში არ რჩება. პროდუქტი გლუტენს არ შეიცავს და IFOS-ის 5 ვარსკვლავი, Friend of the Sea და Marin Trust სერტიფიკატები აქვს. ქილაში 60 კაფსულაა.
მიიღე 1-5 კაფსულა დღეში, იმის მიხედვით, რამდენი EPA და DHA გჭირდება. Zona-ის კვების სტრატეგიისთვის რეკომენდებულია 4 კაფსულა დღეში (დაახლოებით 2,5 გ EPA და DHA). შეგიძლია მიიღო დღის ნებისმიერ დროს, ჭამასთან ერთად ან ჭამიდან დაშორებით.
არ გადააჭარბო რეკომენდებულ დღიურ დოზას და დღეში 5 გ EPA-სა და DHA-ს (8 კაფსულა). შეინახე 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებას არ ცვლის.
ომეგა-3-ზე სტანდარტიზებული თევზის ქონი (75%), საკვები ჟელატინი, გამამკვრივებლები: გლიცეროლი, პექტინები, კალციუმის ქლორიდი, ანტიოქსიდანტი: ტოკოფეროლებით მდიდარი ექსტრაქტი.
შეიცავს თევზს (თევზის ქონი).
შეინახე გრილ, მშრალ ადგილას.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 კაფსულაში | 5 კაფსულაში | |
|---|---|---|
| ომეგა-3 (სულ) | 750 მგ | 3,75 გ |
| მათ შორის EPA | 400 მგ | 2 გ |
| მათ შორის DHA | 200 მგ | 1 გ |
| მათ შორის სხვა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები | 150 მგ | 0,75 გ |
| 1 კაფსულაში | |
|---|---|
| ომეგა-3 (სულ) | 750 მგ |
| მათ შორის EPA | 400 მგ |
| მათ შორის DHA | 200 მგ |
| მათ შორის სხვა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები | 150 მგ |
| 5 კაფსულაში | |
|---|---|
| ომეგა-3 (სულ) | 3,75 გ |
| მათ შორის EPA | 2 გ |
| მათ შორის DHA | 1 გ |
| მათ შორის სხვა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები | 0,75 გ |
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.

Enervit იტალიური ბრენდია, რომლის ისტორია 1954 წელს მილანში დაიწყო. პირველი საკუთარი ქარხანა 1973 წელს კომოს ტბასთან ახლოს, ძელბიოში გაიხსნა, 2015 წელს კი ერბაში ბატონების მეორე ქარხანა დაემატა, სადაც გლუტენსა და პალმის ზეთს საერთოდ არ იყენებენ.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.