NOW Foods-ის კონცენტრირებული თევზის ქონი თევზის ჟელატინის რბილ კაფსულებში. ერთი კაფსულით 500 მგ EPA-ს და 250 მგ DHA-ს მიიღებ.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Ultra Omega-3 NOW Foods-ის მოლეკულურად დისტილირებული, კონცენტრირებული თევზის ქონია ანჩოუსისა და სარდინისგან. ეტიკეტის მიხედვით, ქონი პერუდან, მაროკოდან, მავრიტანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მოდის, დაფასოება და ხარისხის შემოწმება კი აშშ-ში ხდება. ერთ რბილ კაფსულაში 1000 მგ თევზის ქონის კონცენტრატია. აქედან 500 მგ EPA-ზე მოდის, 250 მგ კი DHA-ზე. ორივე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავაა. კაფსულის გარსი ძროხის ან ღორის ჟელატინისგან კი არა, თევზის ჟელატინისგანაა (ტილაპია და ბასა). NOW Foods-ის თქმით, ქონი მოწმდება დამაბინძურებლებზე, მათ შორის დიოქსინებსა და მძიმე ლითონებზე. პროდუქტი ჰალალია და გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს არ შეიცავს. ქილაში 180 კაფსულაა.
მიიღე 1 რბილი კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ, საკვებთან ერთად.
მხოლოდ ზრდასრულებისთვის. თუ ორსულად ხარ, ძუძუთი კვებავ, რაიმე წამალს იღებ ან ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, მიღებამდე ექიმს გაესაუბრე. თევზზე ალერგიის შემთხვევაში არ მიიღო. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. კაფსულების ფერი შეიძლება ბუნებრივად განსხვავდებოდეს.
თევზის ქონის კონცენტრატი (ანჩოუსი, სარდინი). სხვა ინგრედიენტები: რბილი კაფსულა (თევზის ჟელატინი, გლიცერინი, წყალი), ლიმონის ზეთი და d-ალფა ტოკოფეროლი (მზესუმზირისგან).
შეიცავს თევზს (ქონი ანჩოუსისა და სარდინისგან, ჟელატინი ტილაპიისა და ბასისგან). მწარმოებლის თქმით, საფუარი, ხორბალი, გლუტენი, სოიო, სიმინდი, რძე, კვერცხი, კიბოსნაირები და სეზამი ინგრედიენტებად არ გამოიყენება. წარმოებულია GMP საწარმოში, სადაც ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსაც ამუშავებენ.
გახსნის შემდეგ შეინახე გრილ, მშრალ ადგილას.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 რბილ კაფსულაში | დღიური ნორმის % | |
|---|---|---|
| ენერგეტიკული ღირებულება | 10 კკალ | |
| ცხიმები | 1 გ | 1% |
| მათ შორის გაჯერებული ცხიმები | <0,5 გ | <1% |
| მათ შორის მონოუჯერი ცხიმები | <0,5 გ | * |
| მათ შორის პოლიუჯერი ცხიმები | 1 გ | * |
| თევზის ქონის კონცენტრატი | 1 გ (1000 მგ) | * |
| ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) | 500 მგ | * |
| დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) | 250 მგ | * |
* დღიური ნორმა დადგენილი არ არის
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.

NOW Foods ამერიკული კომპანიაა ილინოისის შტატის ქალაქ ბლუმინგდეილიდან და 1968 წლიდან ოჯახის საკუთრებაშია. მის დანამატებს შორის ნახავ ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ომეგა-3 თევზის ქონს, ფერმენტებსა და პრობიოტიკებს. ბევრი მათგანის ეტიკეტზე წერია, რომ აშშ-ში მზადდება და ხარისხის შემოწმებასაც იქვე გადის, ინგრედიენტებს კი მთელი მსოფლიოდან იღებენ.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.