
FA Nutrition-ის so good! ხაზის Lion's Mane სოკოს ექსტრაქტი კაფსულებში. თითო კაფსულაში 500 მგ ნაყოფსხეულის ექსტრაქტია (Hericium erinaceus).
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Lion's Mane FA Nutrition-ის so good! ხაზის ერთკომპონენტიანი დანამატია ზრდასრულებისთვის. თითო კაფსულა 500 მგ Lion's Mane სოკოს (Hericium erinaceus) ნაყოფსხეულის ექსტრაქტს შეიცავს, სხვა აქტიური ინგრედიენტი მასში არ არის. კაფსულის გარსი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზისგანაა. შეფუთვაში 60 კაფსულაა (37,1 გ). დანამატს პოლონეთში Fitness Authority აწარმოებს.
მიიღე 1 კაფსულა დღეში, წყალთან ერთად.
არ მიიღო, თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია გაქვს. არ გადააჭარბო რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი მრავალფეროვან კვებას არ ცვლის. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. არ მიიღო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. თუ რაიმე წამალს იღებ, მიღებამდე ექიმს გაესაუბრე. შეინახე პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Lion's Mane სოკოს ნაყოფსხეულის ექსტრაქტი (Hericium erinaceus (Bull.) Per), კაფსულა (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა).
შეიძლება შეიცავდეს გლუტენის შემცველ მარცვლეულს, კიბოსნაირებს, კვერცხს, თევზს, არაქისს, რძეს, თხილეულს, ნიახურს, მდოგვს, სეზამს, გოგირდის დიოქსიდსა და სულფიტებს, ლუპინსა და მოლუსკებს.
შეინახე მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C), სინათლისგან დაცულად. არ გაყინო. ვარგისიანობის ვადა და პარტიის ნომერი შეფუთვის ძირზეა.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 კაფსულაში | |
|---|---|
| Lion's mane სოკოს ნაყოფსხეულის ექსტრაქტი | 500 მგ |
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.