
Force Factor-ის Somnapure ძილის წინ მისაღები ტაბლეტებია მელატონინითა და მცენარეული ექსტრაქტებით. ორ ტაბლეტში 3 მგ მელატონინი, კატაბალახა, ბარამბო, L-თეანინი, სვია, გვირილა და პასიფლორაა.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Somnapure Force Factor-ის საღამოს დანამატია ტაბლეტების სახით. ორტაბლეტიანი პორცია 3 მგ მელატონინს შეიცავს, რასაც მცენარეული ექსტრაქტები ემატება: 500 მგ კატაბალახის ფესვის, 300 მგ ბარამბოს ფოთლის, 120 მგ სვიის და 50-50 მგ გვირილისა და პასიფლორის ექსტრაქტი. პორციაში 200 მგ L-თეანინიცაა. ამავე პორციაში 92 მგ კალციუმია დიკალციუმის ფოსფატის სახით. ქილაში 30 ტაბლეტია, ანუ 15 პორცია.
მიიღე 2 ტაბლეტი ძილამდე 30-60 წუთით ადრე.
მხოლოდ ზრდასრულებისთვის. მიიღე მხოლოდ მითითებისამებრ. თუ ორსულად ხარ, ძუძუთი კვებავ, ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს ან რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებს იღებ, მიღებამდე ექიმს გაესაუბრე. 24 საათის განმავლობაში 2 ტაბლეტზე მეტი არ მიიღო. Somnapure-ის მიღებისას საჭეს ნუ მიუჯდები, მექანიზმებს ნუ მართავ და ალკოჰოლს ნუ დალევ. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კალციუმი (დიკალციუმის ფოსფატის სახით) 92 მგ, კატაბალახის ფესვის ექსტრაქტი 500 მგ, ბარამბოს ფოთლის ექსტრაქტი 300 მგ, L-თეანინი 200 მგ, სვიის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი 120 მგ, გვირილის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი 50 მგ, პასიფლორის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი 50 მგ, მელატონინი 3 მგ. სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გლიცერინი.
წარმოებულია დანადგარებზე, სადაც რძის, კვერცხის, სოიოს, ხორბლის, კიბოსნაირების, თევზის ქონის, თხილეულისა და არაქისის არომატიზატორის შემცველ პროდუქტებსაც ამუშავებენ.
შეინახე გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლისა და ტენისგან დაცულად.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 პორციაში (2 ტაბლეტი) | დღიური ნორმის % | |
|---|---|---|
| კალციუმი | 92 მგ | 7% |
| კატაბალახის ფესვის ექსტრაქტი (Valeriana officinalis) | 500 მგ | * |
| ბარამბოს ფოთლის ექსტრაქტი (Melissa officinalis) | 300 მგ | * |
| L-თეანინი | 200 მგ | * |
| სვიის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი (Humulus lupulus) | 120 მგ | * |
| გვირილის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი (Matricaria chamomilla) | 50 მგ | * |
| პასიფლორის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata) | 50 მგ | * |
| მელატონინი | 3 მგ | * |
* დღიური ნორმა დადგენილი არ არის
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.

Force Factor 2009 წელს ჰარვარდში დაარსდა და ბოსტონის ინოვაციების უბანშია (Innovation District). ბრენდის თქმით, მისი პროდუქტები GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებშია შემუშავებული, წარმოების ყველა ეტაპზე კი ინგრედიენტებსა და ნედლეულს ისეთ მინარევებზე ამოწმებენ, როგორიცაა მიკრობები, მძიმე ლითონები და ალერგენები. შეფუთვის შემდეგ პროდუქტიდან ისევ იღებენ სინჯს და ამოწმებენ.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.