
Rule 1-ის ამინომჟავური ფხვნილი კოფეინით, ლურჯი ჟოლოს გემოთი. ერთი საზომი კოვზი (9 გ) 120 მგ კოფეინს, ბეტა-ალანინს, L-ციტრულინს და ლეიცინს შეიცავს.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
R1 Energized Amino Rule 1-ის არომატიზებული ამინომჟავური ფხვნილია, რომელიც კოფეინსაც შეიცავს, ამიტომ ვარჯიშამდე ან ვარჯიშის დროს შეგიძლია დალიო. ერთ საზომ კოვზში (9 გ) 120 მგ კოფეინია ჩაის ფოთლისა და მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტებიდან და მხოლოდ 25 კილოკალორია. კოვზში 1 გ L-ლეიცინი, 1 გ ტაურინი, 800 მგ ბეტა-ალანინი, 750 მგ L-ციტრულინი და 500-500 მგ L-იზოლეიცინი, L-ვალინი და L-გლუტამინია. ამას ემატება L-ლიზინი, L-ტრეონინი და L-ფენილალანინი. Rule 1-ის თქმით, პროდუქტი Informed Choice-ის პროგრამით აკრძალულ ნივთიერებებზე მოწმდება. 270-გრამიან ქილაში 30 პორციაა.
1 საზომი კოვზი შეურიე 240-350 მლ ცივ წყალს. დალიე ვარჯიშამდე ან ვარჯიშის დროს, ან ნებისმიერ დროს, როცა ენერგია გჭირდება.
მხოლოდ ჯანმრთელი, აქტიური ზრდასრულებისთვის. თუ რაიმე წამალს იღებ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ ან არასრულწლოვანი ხარ, მიღებამდე ექიმს გაესაუბრე. არ არის განკუთვნილი ორსულებისთვის, ორსულობის დამგეგმავი და მეძუძური ქალებისთვის. მიღების პერიოდში სხვა წყაროდან კოფეინი არ მიიღო. ბეტა-ალანინმა შეიძლება დროებითი ჩხვლეტის შეგრძნება ან კანის წამოწითლება გამოიწვიოს. დანამატი დაბალანსებულ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშთან ერთად მიიღე. შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ამინომჟავები და კოფეინი (ჩაის ფოთლისა და მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტებიდან) ცხრილშია. სხვა ინგრედიენტები: ბუნებრივი და ხელოვნური არომატიზატორები, ლიმონმჟავა, ვაშლმჟავა, ინულინი, სილიციუმის დიოქსიდი, სუკრალოზა, აცესულფამ კალიუმი, მზესუმზირის ლეციტინი, საღებავი FD&C Blue #1.
ქილა მჭიდროდ დახურული შეინახე გრილ, მშრალ ადგილას.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 პორციაში (9 გ) | დღიური ნორმის % | |
|---|---|---|
| ენერგეტიკული ღირებულება | 25 კკალ | |
| ნახშირწყლები (სულ) | 1 გ | <1% |
| L-ლეიცინი | 1 გ | * |
| ტაურინი | 1 გ | * |
| ბეტა-ალანინი | 800 მგ | * |
| L-ციტრულინი | 750 მგ | * |
| L-იზოლეიცინი | 500 მგ | * |
| L-ვალინი | 500 მგ | * |
| L-გლუტამინი | 500 მგ | * |
| L-ლიზინის ჰიდროქლორიდი | 250 მგ | * |
| კოფეინი | 120 მგ | * |
| ტრეონინი | 100 მგ | * |
| ფენილალანინი | 100 მგ | * |
* დღიური ნორმა დადგენილი არ არის
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.

Rule 1 ილინოისის შტატში მდებარე ამერიკული კომპანიის, Rule One Proteins-ის ბრენდია. კომპანიის თქმით, ფორმულებს საკუთარ ლაბორატორიებში ქმნის და თავისივე ქარხანაში ამზადებს, რომლის ფართობი 23 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. ყველა ეტაპს, ინგრედიენტების შერჩევიდან შეფუთვამდე და მზა პროდუქტის შემოწმებამდე, თავად აკონტროლებს, ქარხანას კი დამოუკიდებელი ორგანიზაციებიც აფასებენ.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.