
Osavi-ს ცივად დაწნეხილი, დაურაფინირებელი სელის ზეთი რბილ კაფსულებში. თითო კაფსულა მინიმუმ 500 მგ ომეგა-3 ალფა-ლინოლენის მჟავას შეიცავს.
მიწოდება მთელ საქართველოში
ორიგინალური პროდუქცია
სანდო მომწოდებლებისგან
უსაფრთხო გადახდა
ბარათით გადახდას ამუშავებს ბანკი - თქვენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება.
Omega 3-6-9 Osavi-ს საკვები დანამატია ცივად დაწნეხილი, დაურაფინირებელი სელის (Linum usitatissimum) ზეთით, რომელიც შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებზეა სტანდარტიზებული. თითო კაფსულაში 1000 მგ-მდე ზეთია. აქედან ალფა-ლინოლენის მჟავა (ომეგა-3) მინიმუმ 500 მილიგრამია, ლინოლის მჟავა (ომეგა-6) და ოლეინის მჟავა (ომეგა-9) კი თითოეული მინიმუმ 110 მილიგრამი. კაფსულის გარსი ძროხის ჟელატინისგანაა, ამიტომ პროდუქტი ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის არ გამოდგება. მწარმოებლის თქმით, ის გლუტენს, შაქარს, ლაქტოზასა და სოიოს არ შეიცავს და გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების გარეშეა. ქილაში 60 კაფსულაა. Osavi პოლონური ბრენდია, დანამატი კი ევროკავშირშია დამზადებული.
მიიღე 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. კაფსულა წყლით გადაყლაპე.
არ გადააჭარბო რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი მრავალფეროვან კვებას არ ცვლის. შეინახე პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სელის (Linum usitatissimum) ზეთი, კაფსულის გარსი (ძროხის ჟელატინი, ტენშემკავებელი: გლიცეროლი, წყალი).
შეინახე ბნელ, მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.
| 1 კაფსულაში | |
|---|---|
| სელის ზეთი (Linum usitatissimum) | 1000 მგ |
| მათ შორის ალფა-ლინოლენის მჟავა (ომეგა-3, მინიმუმ) | 500 მგ |
| მათ შორის ლინოლის მჟავა (ომეგა-6, მინიმუმ) | 110 მგ |
| მათ შორის ოლეინის მჟავა (ომეგა-9, მინიმუმ) | 110 მგ |
პროდუქციის მწარმოებელმა ან მომწოდებელმა შესაძლოა FitShop-ის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეცვალოს პროდუქტის შემადგენლობა ან კვებითი ღირებულება. ამიტომ შემადგენლობის შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია მწარმოებლის ან მომწოდებლის მიერ დაბეჭდილ ორიგინალ ეტიკეტზეა მითითებული და განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა სწორედ მას ენიჭება.





თბილისში მიწოდების საფასურია 10 ₾, შეკვეთა მოგივათ 1–2 სამუშაო დღეში.